უკვე რამდენიმე თვეა ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ფრანგული ავტოგიგანტი "რენო" "ლოტუსს" შეიძენს; ამას წინ დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ "რედ ბული" "მერსედესის" ძრავებზე გადავა, "ტორო როსო" კი "ფერარის" ძალისმიერ აგრეგატს გამოიყენებს. F1insider-ის ინფორმაციით, "მანორი" მოლაპარაკებებს აწარმოებს "მერსედესთან" მათი ძრავებისა და გადაცემათა კოლოფის მისაღებად, სანაცვლოდ
თუ ერთბაშად ოთხი გუნდი გამოიცვლის ძრავების მიმწოდებელ კომპანიას, ამ გარდაქმნების შედეგები, შესაძლოა, სერიოზული იყოს. პირველი ინფორმაცია უახლოეს დღეებში უნდა გაჩნდეს, როცა "რენო" ჩამოყალბიდება ფორმულა 1-ში საკუთარი მომავლის შესახებ. ამის შემდეგ, სხვებმაც საკმაოდ ოპერატიულად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან მომავალი სეზონისთვის განკუთვნილი მანქანების აწყობა თითქმის დასრულებულია.
"ფორს ინდიამ" ჰიულკენბერგი დაიტოვა
ინდურმა საჯინიბომ "ფორს ინდიამ" ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გერმანელ ნიკო ჰიულკენბერგთან. ახალი ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდე იქნება ძალაში."ძალიან მოხარული ვარ, რომ გავერკვიე საკუთარ გეგმებში და შემიძლია ოფიციალურად ამის გამოცხადება. შესანიშნავად ვიცნობ ამ გუნდს და აქ ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში. ამიტომაც, სავსებით ლოგიკური იყო მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება", - განაცხადა ჰიულკენბერგმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"