მოტოგრანპრი: ხორხე ლორენსო სამგზის ჩემპიონია

AutoSharing Option
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატი "იამაჰას" ესპანელი მოტომრბოლის ხორხე ლორენსოს ტრიუმფით დასრულდა. მან გუშინ მოიგო ვალენსიას გრან-პრი და ბოლო მომენტში გამოსტაცა ტიტული თანაგუნდელს, იტალიელ ვალენტინო როსის.

ეს უკანასკნელი, ეტაპის წინ ლიდერობდა გენერალურ კლასიფიკაციას და მეორე ადგილზე გასვლა სჭირდებოდა ტიტულის გასანაღდებლად.

თუმცა საქმეს ართულებდა ის, რომ როსი ბოლო პოზიციიდან იღებდა სტარტს ორი კვირის წინ, მალაიზიის გრან-პრიზე მომხდარი ინციდენტის გამო - მაშინ, იტალიელმა მარკ მარკესთან შეჯახებისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო.

საბოლოოდ, მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა ვერ შეძლო სასწაულის მოხდენა - მან მხოლოდ მეოთხე ადგილამდე მოახერხა გზის გაკვლევა.
ამასობაში, პოულის მფლობელმა ლორენსომ მოიგერია "ჰონდას" პილოტების - მარკ მარკესისა და დანი პედროსას იერიშები და პირველი მივიდა ფინიშთან. ესპანელმა გენერალურ კლასიფიკაციაში ხუთი ქულით გაუსწრო როსის.

28 წლის ლორენსო მესამედ გახდა მოტოგრანპრის კლასში მსოფლიოს ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული