გიორგი გუდაძის შესახებ საზოგადოებისთვის ერთი წლის წინ გახდა ცნობილი, როცა ციხის ყოფილი უფროსი ლაშა ბრეგვაძე სცემა.
გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ გიორგი გუდაძე ვაკის საცურაო აუზთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დამნაშავეები დღემდე არ დაუკავებიათ.
გიორგი გუდაძის მეგობარი გიორგი ზერეკიძე მიიჩნევს, რომ გუდაძე მიზანმიმართულად დააკავეს და მას მარიხუანა ჩაუდეს.
შსს-ს განცხადებით, გიორგი გუდაძის დაკავების ფაქტზე საქმე აღძრულია 260-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით