წითელი ჯგუფი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)
აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი, 3)
პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი, 5)
ანჟელიკ კერბერი (გერმანია, 8)
თეთრი ჯგუფი
ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი, 2)
ნა ლი (ჩინეთი, 4)
სარა ერანი (იტალია, 6)
ელენა იანკოვიჩი (სერბეთი, 7)
ტურნირის მოქმედი ჩემპიონია მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი, რომელმაც შარშან, ფინალში რუსი მარია შარაპოვა დაამარცხა. ეს უკანასკნელი წლევანდელ ტურნირს მხრის ტრავმის
სამი მატჩი გაიმართება. 18 საათზე კორტზე გავლენ აზარენკა და ერანი, შემდეგ გაიმართება მატჩები: კერბერი-უილიამსი და რადვანსკა-კვიტოვა.
* * *
ეს არის ბოლო ტურნირი, რომელიც სტამბულში გაიმართება, 2014 წლიდან კი სეზონის შემაჯამებელ ჩემპიონატს სინგაპური უმასპინძლებს. გარდა ამისა, ოდნავ შეიცვლება ფორმატი, კერძოდ, წყვილების ტურნირში არა ოთხი, არამედ რვა დუეტი მიიღებს მონაწილეობას, მთლიანად ჩემპიონატი ექვსის ნაცვლად რვა დღეს გაგრძელდება.
28-წუთიანი მატჩი
ამ კვირას, რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე ჩატარდა ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე შეხვედრა.
მოლდოველმა ჩოგბურთელმა მაქსიმ დუბარენკომ, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციის 383-ე ნომერია, 28 წუთში გაანადგურა რუსი რაფის სიფხატოვი. მთელი მატჩის განმავლობაში, რომელიც 6:0, 6:0 დასრულდა, დუბარენკომ მეტოქეს მხოლოდ შვიდი გათამაშება დაუთმო.
სრული მატჩებისთვის მსოფლიოს რეკორდის მფლობელად მიიჩნევა ბრიტანელი გრეგ რუსედსკი, რომელმაც 1996 წელს, სიდნეის ტურნირზე 29 წუთში გაანადგურა გერმანელი კარსტენ არიენსი. დუბარენკოს რეკორდი ოფიციალურ სტატუსს ვერ მიიღებს, რადგან ეს მატჩი საკვალიფიკაციო ეტაპზე იმართებოდა.
არაპატრიოტი რუსები
2-3 ნოემბერს ქალებს შორის მსოფლიოს არაოფიციალური გუნდური ჩემპიონატის - ფედერაციის თასის ფინალი გაიმართება. ქალაქ კალიარიში იტალიის ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება.
რუსეთის ნაკრები ამ მატჩში განწირული ჩანს, რადგან ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობის შეკრებას ვერ ახერხებს.
ფინალში თამაშზე უარი თქვა ანასტასია პავლიუჩენკოვამ. მან მიბაძა მარია კირილენკოსა და ელენა ვესნინას, რომლებმაც ფედერაციის თასის გადამწყვეტ მატჩს სოფიაში “ჩემპიონთა ტურნირში” გამოსვლა ამჯობინეს, რომელიც 29 ოქტომბერს დაიწყება და 3 ნოემბრამდე გასტანს.
პავლიუჩენკოვას, კირილენკოსა და ვესნინას გარდა, რუსების რიგებში ვერ ვიხილავთ სვეტლანა კუზნეცოვასა და ეკატერინა მაკაროვას, რომლებმაც ტრავმები მიიღეს.
ჯერჯერობით ნაკრებში თამაშის სურვილი მხოლოდ ალისა კლეიბანოვამ გამოთქვა. რუსეთის გუნდის კაპიტანმა შამილ ტარპიშჩევმა ადრე განაცხადა, რომ იტალიელების წინააღმდეგ ახალგაზრდული გუნდი ითამაშებს, თუმცა კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სამანტა სტოსური ახალგაზრდებს გაუმკლავდა