როჯერ ფედერერი: ჩემი წასვლა ჯერ ადრეა

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში ესპანელ რაფაელ ნადალთან წაგების შემდეგ შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ ჩოგბურთს იქამდე ითამაშებს, სანამ ასეთი შესაძლებლობა ექნება.

"ყველაფერი მარტივადაა. მე ბავშვობიდან ვთამაშობ ჩოგბურთს. სპორტის ეს სახეობა სისხლში მაქვს. ჩოგბურთის თამაში ზუსტად მაშინ დავიწყე, როგორც კი ფეხი ავიდგი. ეს ის შემთხვევაა, როცა ბედნიერი ხარ კორტზე ყოფნით, როცა ახერხებ თამაშის გაუმჯობესებას"
, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ფედერერმა.

32 წლის როჯერს, რომელიც უკვე ვეტერანად მიიჩნევა, ხშირად ეკითხებიან - აპირებს თუ არა კარიერის დასრულებას. "თუ შენ ისევ ახალგაზრდა ხარ, რა საჭიროა ასე
ადრიანად კარიერის დასრულება? ცხოვრებაში ჩოგბურთის გარდა, ბევრი სხვა ინტერესიც მაქვს, მაგრამ რადგან არჩევანის საშუალება მაქვს - თამაშს ვირჩევ. სანამ ასეთი არჩევანი მექნება, იქამდე დავრჩები სპორტში",
- დაამატა შვეიცარიელმა.

საინტერესოა, რომ "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის გამარჯვებულმა ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტი სეზონი ჩაატარა. 2013 წელი მან 45 მოგებითა და 17 წაგებით დაასრულა. სეზონში უფრო ნაკლები მოგება 2000 წელს ჰქონდა - 36, ხოლო ამდენივე წაგება 2003 წელს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ფედერერმა სამი ტურნირის ფინალში ითამაშა და ერთი მოიგო. პირველად 2002 წლის შემდეგ, როჯერი ვერ გავიდა "დიდი სლემის" ვერც ერთი ჩემპიონატის ფინალში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ATP-ის შემაჯამებელი: ნაცნობი სურათი - ნადალმა ფედერერს მოუგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული