"ბარგის ჩალაგების პროცესში ვარ. იმედია, ჩემს ჩემოდნებში ჩაეტევა ეს მაისურები და სპორტული ფეხსაცმელები", - დაწერა თავის "ტვიტერზე" აზარენკამ და შეტყობინებას შესაბამისი ფოტო დაურთო.
ახალ სეზონს ბელარუსი ბრისბენში დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ვიქტორიამ 2014 წელს ტრავმების გამო ნახევარ სეზონზე მეტი გამოტოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"