უიმბლდონისთვის შეუფერებელი ლუის ჰემილტონი

AutoSharing Option
კვირას, უიმბლდონის მამაკაცთა ფინალის დღეს უჩვეულ სიტუაციაში აღმოჩნდა ლუის ჰემილტონი: ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი არ შეუშვეს უიმბლდონის არენის სამეფო ლოჟაში, საიდანაც ის ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის ფინალის ყურებას აპირებდა.

მიზეზი ფორმალურია: "მერსედესის" პილოტის ჩაცმულობა არ შეესაბამებოდა მიღებულ დრესკოდს. სამეფო ლოჟაში მიწვეულებს უნდა ეცვათ კოსტიუმი და ჰალსტუხი, იმ დროს, როცა ლუისი არენაზე მივიდა ყვავილებიანი პერანგით, ფერადი შარვლით, თეთრი შლაპითა და პლაჟის ფეხსაცმლებით. შედეგად, მან ფინალს ჩვეულებრივი ტრიბუნიდან უყურებდა.

გაზეთ The Daily Mail-ის ინფორმაციით, ლუისი სამეფო ლოჟაში მსახიობ ბენედიქტ კამბერბეტჩთან
ერთად უნდა მჯდარივო, მაგრამ დრესკოდი ვერ გაიარა.

ლონდონურმა გაზეთებმა კომენტარისთვის უიმბლდონის პრესსამსახურს მიმართეს, სადაც შემდეგი განაცხადეს:

"ჩვენ არ განვიხილავთ სტუმრების სტატუსს. თუ ის არ იყო სათანადოდ ჩაცმული, შესაბამისად არ შეუშვეს სამეფო ლოჟაში. როცა ის პიჯაკისა და ჰალსტუხის გარეშე მოვიდა, ორი ვარიანტი რჩებოდა - უკან გაბრუნებულიყო ან გამგზავრებულიყო გარდერობის საჭირო ატრიბუტისთვის".

განმარტება გაავრცელა "მერსედესის" პილოტის პრესსამსახურმაც: "სამწუხაროდ, გაუგებრობის გამო, რომელიც უიმბლდონზე მიღებულ დრესკოდს უკავშირდება, ლუისმა გამოტოვა მამაკაცთა ტურნირის ფინალი, რის გამოც სინანულს გამოვთქვამთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული