
ლოხტემ და რიდმა 2016 წლის იანვარში გაიცნეს ერთმანეთი. გოგონამ მხარი დაუჭირა მოცურავეს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დროს მომხდარი სკანდალისას, როცა რაიანმა და აშშ-ის ნაკრების კიდევ სამი მოცურავემ ბენზინგასამართი სადგური დაარბიეს.
"ის იყო ერთ-ერთი იშვიათაგანი, ვინც ჩემთან ერთად გაიზიარა ეს უსიამოვნო სიტუაცია. კაილას გულწრფელად ვუყვარვარ", - განაცხადა ამერიკელმა Daily Mail-თან კომენტარში.
რაიან ლოხტე ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ამჟამად, მას დისკვალიფიკაცია აქვს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"