დისკვალიფიკაციამოხდილი რაიან ლოხტე აუზს უბრუნდება

AutoSharing Option
ცურვაში ექვსგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რაიან ლოხტემ დისკვალიფიკაცია მოიხადა და მონაწილეობას მიიღებს ლოს ანჯელესის ტურნირში, რომელიც 14 ივლისს დაიწყება, - იუწყება TSN.

32 წლის მოცურავე 50 და 100 მეტრზე თავისუფალი სტილით გამოვა, აგრეთვე 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში. აღვნიშნავთ, რომ მისი საგანაცხადო დრო საუკეთესოა ყველა მოცურავეს შორის, ვინც ტურნირზე მონაწილეობისთვის განაცხადი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ლოხტე 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტყუილში ამხილეს, როცა მან შეიარაღებული ძარცვის ისტორია მოიგონა საკუთარი დებოშის მისაჩქმალად. ამისთვის ამერიკელმა 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული