მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ამერიკის მამაკაცთა ნაკრების მარცხი 4x200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტაში. ამ დისციპლინაში ამერიკელები მსოფლიოს ზედიზედ ხუთ ჩემპიონატზე და სამ ოლიმპიადაზე იმარჯვებდნენ, მაგრამ მათი ჰეგემონია ბრიტანეთის ნაკრებმა დაამხო.
ამ გუნდს გამარჯვება მოუტანა მიმდინარე ჩემპიონატზე 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ტრიუმფატორმა ჯეიმს გაიმ. როცა მან ბოლო ეტაპზე ესტაფეტა ჩაიბარა, ბრიტანეთი მესამე ადგილზე იყო - ჩამორჩებოდა აშშ-სა და რუსეთს, მაგრამ გაიმ მოახერხა ამერიკელთა ფინიშიორის მაიკლ ვაისის
* * *
ცალკე აღნიშვნის ღირსია სინგაპურელი მოცურავე ჯოზეფ სკულინგი, რომელიც 16 ივნისს 20 წლის გახდა. მან მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველი მედალი მოიპოვა. უფრო მეტიც, ეს მედალი მთლიანად სინგაპურითვისაა პირველი ცურვის ისტორიაში. ცნობისთვის, ოლიმპიადებზე სინგაპურელ სპორტსმენებს ოთხი მედალი აქვთ მოპოვებული: 1960 წელს, ვერცხლი ძალოსნობაში, 2008 წელს - ვერცხლი მაგიდის ჩოგბურთში და ორი ბრინჯაო 2012 წელს, ასევე მაგიდის ჩოგბურთში.
საკუთარი ოლიმპიელების მხარდასაჭერად, სინგაპურის მთავრობამ პრემიების სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. ამ პროგრამის მიხედვით, ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონი დოლარი ერგება. და ახლა, სკულინგი ამ ფულადი პრიზის პრეტენდენტი გახდა. ყაზანში თავისი ბრინჯაო მან სწორედ ოლიმპიურ სახეობაში - 100 მეტრზე ბატერფლაიში მოიპოვა.
* * *
მსოფლიოს ჩემპიონატს ერთი უცნაური მონაწილე ჰყავდა - 10 წლის (!) ალაზინ ტარეკი ბაჰრეინიდან. ამ გოგონამ 50 მეტრზე ბატერფლაის საკვალიფიკაციაში ბოლო 64-ე ადგილი დაიკავა და ლიდერს 15 წამით ჩამორჩა. ფინიშის შემდეგ, ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ განაცხადა, რომ 2016 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლას უმიზნებს. თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესები კრძალავს ზაფხულის თამაშებზე 14 წლამდე სპორტსმენების ასპარეზობას.
* * *
გადავიდეთ ჩემპიონატის მთავარ გმირებზე. 18 წლის ამერიკელმა კეტი ლედეცკიმ კიდევ ორი ოქრო მოგება მოასწრო და ყაზანში უკვე ხუთი უმაღლესი სინჯის მედლის მფლობელი გახლავთ. მან ჯერ თანაგუნდელებთან ერთად მოიგო 4x200 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტა, ორი დღის შემდეგ კი თავის საყვარელ დისტანციაზე - 800 მეტრზე პირველი მივიდა ფინიშთან, თან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, რომ ლედეცკიმ ლონდონის ოლიმპიადაზე სწორედ ამ დისციპლინაში მოიგო თავისი ერთადერთი ოქრო. ამ მომენტისთვის, ამერიკელი მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი გახლავთ. როგორც ჩანს, გაისად, რიოში ის ცურვის ტურნირის მთავარი ვარსკვლავი გახდება.
ასევე ორი ოქრო აიღო სამი დღის განმავლობაში ლეგენდარულმა ამერიკელმა რაიან ლოხტემ. 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში, მან ბოლო მომენტში გამოსტაცა გამარჯვება ბრაზილიელ ტიაგო პერეირას, რითაც ამ დისციპლინაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ოქრო, შემდეგ კი 4x100 მეტრზე შერეულ ესტაფეტაში დაეხმარა აშშ-ის ნაკრებს. ამით ლოხტე გახდა მსოფლიოს 18-გზის ჩემპიონი. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ლეგენდარულ მაიკლ ფელპსს ჩამორჩება, რომელსაც პლანეტის პირველობაზე 23 უმაღლესი სინჯის მედალი აქვს.
სხვათა შორის, ცხრა ოქროთი კეტი ლედეცკი ქალებს შორის ყველა დროის სიაში მეორეა - მას ორი ოქროთი უსწრებს ასევე ამერიკელი მისი ფრანკლინი.
* * *
ყაზანის საცურაო კომპლექსში კიდევ ერთ ისტორიულ მომენტს ჰქონდა ადგილი. პირველად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, კაცებს შორის 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვის ფინალში ვიხილეთ აზიელი მოცურავე - ჩინელი ნინ ცეტაო. მაგრამ ის ამით არ დაკმაყოფილდა და ისტორია ხელმეორედ გადაწერა, როცა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დისციპლინაში ოქროს მედალი მოიგო.
რადგან აზიელ მოცურავეებზე ჩამოვარდა სიტყვა, აღვნიშნოთ იაპონელი ნაცუმი ჰოსის მიღწევა. 24 წლის სპორტსმენი შეუმჩნეველი იყო ბოლო ორ ოლიმპიადასა და მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ყაზანში მოახერხა 200 მეტრზე ბატერფალის ფინალის მოგება. საერთოდ, ბოლო წლებში იაპონიის მოცურავეთა ნაკრებმა აშკარად დათმო პოზიციები. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი ოქრო, რომელიც ამ ქვეყანამ მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე მოიგო. იგივე შედეგი ჰქონდა ამ გუნდს ორი წლის წინ, ბარსელონაში.
კაცები
50 მ. თავისუფალი. 1. ფლორან მანოდუ (საფ) - 21,19; 2. ნათან ადრიენი (აშშ) - 21,52; 3. ბრუნო ფრატუში (ბრა) - 21,55...
100 მ. თავისუფალი. 1. ნინ ცეტაო (ჩინ) - 47,84; 2. კემერონ მაკევოი (ავსტრა) - 47,95; 3. ფედერიკო გრაბიჩი (არგ) - 48,12...
100 მ. ბატერფლაი. 1. ჩად ლე კლო (ს. აფრ) - 50,56; 2. ლასლო ჩეხი (უნგ) - 50,87; 3. ჯოზეფ სკულინგი (სინ) - 50,96...
200 მ. გულაღმა. 1. მიტჩელ ლარკინი (ავსტრა) - 1:53,58; 2. რადოსლავ კავეჩკი (პოლ) - 1:54,55; 3. ევგენი რილოვი (რუს) - 1:54,60...
200 მ. ბრასი. 1. მარკო კოხი (გერ) - 2:07,76; 2. კევინ კორდსი (აშშ) - 2:08,05; 3. დანიელ დიურტა (უნგ) - 2:08,10...
200 მ. კომპლექსური. 1. რაიან ლოხტე (აშშ) - 1:55,81; 2. ტიაგო პერეირა (ბრა) - 1:56,65; 3. შუნ ვანი (ჩინ) - 1:56,81...
4x200 მ. თავისუფალი. 1. ბრიტანეთი - 7:04,33; 2. აშშ - 7:04,75; 3. ავსტრალია - 7:05,34...
ქალები
100 მ. თავისუფალი. 1. ბრონტე კემპბელი (ავსტრა) - 52,52; 2. სარა სიოსტრიომი (შვედ) - 52,70; 3. კეიტ კემპბელი (ავსტრა) - 52,82...
800 მ. თავისუფალი. 1. კეტი ლედეცკი (აშშ) - 8:07,39; 2. ლორენ ბოილი (ზელ) - 8:17,65; 3. ჯეზ კერლინი (ბრიტ) - 8:18,15...
50 მ. ბატერფლაი. 1. სარა სიოსტრიომი (შვედ) - 24,96; 2. ჯანეტ ოტესენი გრეი (დან) - 25,34; 3. ლუ ინი (ჩინ) - 25,37...
200 მ. ბატერფლაი. 1. ნაცუმი ჰოსი (იაპ) - 2:05,56; 2. კამილა ადამსი (აშშ) - 2:06,40; 3. ჟან იუიფეი (ჩინ) - 2:06,51...
50 მ. გულაღმა. 1. ფუ იანჰუეი (ჩინ) - 27,11; 2. ეტიენ მედეიროსი (ბრა) - 27,26; 3. სიან ლიუ (ჩინ) - 27,58...
200 მ. გულაღმა. 1. ემილი სიბომი (ავსტრა) - 2:05,81; 2. მისი ფრანკლინი (აშშ) - 2:06,34; 3. კატინკა ჰოსუ (უნგ) - 2:06,84...
200 მ. ბრასი. 1. კანაკო ვატანაბე (იაპ) - 2:21,15; 2. მიკა ლოურენსი (აშშ) - 2:22,44; 3. ჯესიკა ვალი (ესპ) - 2:22,76; 3. რიკე მიოლერ პედერსენი (დან) - 2:22,76; 3. ში ჟინლინი (ჩინ) - 2:22,76...
4x200 მ. თავისუფალი. 1. აშშ - 7:45,37; 2. იტალია - 7:48,41; 3. ჩინ - 7:49,10...
შერეული ესტაფეტა
4x100 მ. თავისუფალი. 1. აშშ - 3:23,05; 2. ჰოლანდია - +0,05; 3. კანადა - +0,54...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კაი, აღნიშნული გაქვთ რომ ლედეკიმ 5 ოქროს მედალი მოიგოო, მარა იაპონიის ოქროებზე მარტო ერთიო გიწერიათ, არადა იმ მომენტშI როცა ლედეკი მეხუთე ოქროს იგებდა იაპონელებს უკვე ქონდათ ორი ოქრო მოგებული(მთლიანობაში სამი მოიგეს), ან რანაირათაა წარუმატებელი მათI გამოსვლა და პოზიციების დათმობა, როცა 1-2 ოქროზე მეტს ვერც ვერასდროს იგებდა იაპონია ცურვაში, არადროს, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაშI ამაზე მეტი ოქროს მედალი იაპონელებს არ მოუგიათ... აი აშშ ნამდვილად თმობს პოზიციებს, 8 ოქრო მაგათთVის წარუმატებლობაა, ბრიტებმა მაგრად მოუმატეს, ოქროს თაობა ეზრდებათ, პიტი და გაი კიდე მოუმატებენ..