რაიან ლოხტე Playboy-ის მოდელზე დაინიშნა

AutoSharing Option
სკანდალურად ცნობილი ამერიკელი მოცურავე რაიან ლოხტე ჟურნალ Playboy-ის მოდელზე კაილა რეი რიდზე დაინიშნა. 32 წლის სპორტსმენმა საკუთარ "ინსატგრამზე" გამოაქვეყნა საცოლესთან ერთად გადაღებული ფოტო.

ლოხტემ და რიდმა 2016 წლის იანვარში გაიცნეს ერთმანეთი. გოგონამ მხარი დაუჭირა მოცურავეს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დროს მომხდარი სკანდალისას, როცა რაიანმა და აშშ-ის ნაკრების კიდევ სამი მოცურავემ ბენზინგასამართი სადგური დაარბიეს.

"ის იყო ერთ-ერთი იშვიათაგანი, ვინც ჩემთან ერთად გაიზიარა ეს უსიამოვნო სიტუაცია. კაილას გულწრფელად ვუყვარვარ", - განაცხადა ამერიკელმა Daily Mail-თან კომენტარში.

რაიან ლოხტე ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ამჟამად, მას დისკვალიფიკაცია აქვს
2017 წლის მაისამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული