უსაინ ბოლტმა არ გადათქვა

AutoSharing Option
ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი არ ცვლის გადაწყვეტილებას და არ აპირებს 2017 წლის შემდეგ კარიერის გაგრძელებას.

30 წლის მძლეოსანმა შეთავაზება მიიღო 2018 წელს, თანამეგრობრობის თამაშებში მონაწილეობაზე, მაგრამ უარით უპასუხა.

"მომდევნო სეზონში უმაღლეს დონეზე გამოსვლისთვის მაქსიმალური მონდომებით ვარჯიში დამჭირდება, ეს კი არ მოხდება", - განუცხადა სააგენტო "როიტერს" ბოლტმა.

ცნობილია, რომ ბოლტი კარიერის დასრულებას მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის შემდეგ აპირებს, რომელიც 5-13 აგვისტოს ლონდონში გაიმართება.

უსაინი ცხრაჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ 2008 წლის თამაშებზე ესტაფეტაში მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოართვეს მისი თანაგუნდელის ნესტა
კარტერის დოპინგ-სინჯში აკრძალული პრეპარატის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული