ავთანდილ ხურციძე: ინგლისელებმა ქართველები შეურაცხყვეს, დროშები წაართვეს...

AutoSharing Option
ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ვიდეოში ხურციძე ინციდენტზეც საუბრობს, რომელიც ინგლისის ქალაქ ლესტერში მოხდა. შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, ლესტერში ქართველმა მოკრივემ ბრიტანელი ტომი ლენგფორდში ნოკაუტში გაგზავნა და საშუალო წონაში WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

- ავთანდილ ხურციძემ WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა [VIDEO]

"წერა არ მიყვარს, ამიტომ გადავწყვიტე, ვიდეოთი მოგმართოთ და მადლობა ყველას ერთიანად გადაგიხადოთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა იმ ათ ქართველს გადავუხადო, ვინც დარბაზში მოვიდა. რამოდენიმე ათას ადამიანში მხოლოდ 10
ქართველი იყო. ხომ ბევრია?!

მათ ორი ქართული დროშა ჰქონდათ. როგორც მითხრეს, ინგლისელებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, დროშები წაართვეს, წყლიანი ბოთლები ესროლეს და წყალიც გადაასხეს. ამ ხალხს ასეთი შეურაცხყოფა ჩემს, საქართველოს და ქართველობის გამო მიაყენეს.

როგორც გავიგე, ინგლისში ქართული დიასპორა ყოფილა და გული მწყდება, რომ ასეთი უყურადღებონი ვართ. გვიყვარს გრძელი სიტყვები, ლამაზი სადღეგრძელოები, ვამაყობთ ქართველობით, სინამდვილეში კი საქართველოს სახელისა და ერთმანეთისთვის ნაბიჯების გადადგმა, ერთმანეთის მხარდაჭერა არ გვიყვარს და ეს ცუდია.

იმედია, შემდეგში, თუკი კვლავ მომიწევს ინგლისში ჩამოსვლა, ეს ყველაფერი გამოსწორდება და ყველა ემიგრანტი მოვა, ერთ მუშტად შევიკრებით და პასუხს გავცემთ, ვინც ბოთლებს გვესვრის.

არადა, ინგლისელები თავაზიანი ხალხი მეგონა და ძალიან მწყდება გული, რომ თქვენი, ინგლისში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა არ მქონდა.

სამომავლოდ გავითვალისწინოთ, რომ, როცა მეტოქეს ქუთაისურად ლამაზ ნოკაუტს დავუბრახუნებ, ყბაში დავკრავ და კუთხეში დავაძინებ, ვეტყვი, არ ადგე, თორემ უარესს გიზამ-მეთქი, გვერდით ათ ქართველზე მეტი უნდა მყავდეს", - თქვა ხურციძემ.
მკითხველის კომენტარები / 46 /
გილოცავთ ქართველებო!!
მაგრამ რარაც ვერ ვიხსენებ რაგბში მსგავსი აგრესიული ყოფილიყვნენ ინგლისელები და თვით გადარეული ირლანდიელები>
ალბათ გააჩნია რა ფენაზე საუბარი
ნახევარი საქართველო საკუთარ დედას შესცემს და მასეთებს სამწუხაროდ ყველგან მომრავლდა(
ულოცავ ქართველებს
18:12 27-04-2017
0
გენაცვალე მარჯვენაში.ღმერთი იყოს შენი მფარველი. გაიხარე ჩვენი გახარებისათვის და აძლიერდი.
მერი ტაბატაძე
10:33 28-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული