ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ პროფესიონალ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია "ფეისბუქში" მის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

"დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება). უახლოეს ინფორმაციას მოგაწვდით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედება. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ
კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მთავრობაო? ტიპი რომ რაღაცას აშავებს და კრიმინალია მუშტების ქნევასათან რა კავშირშია, ისე რა ხიხოც იყო ეტყობოდა გინდა ქცევაზე გინდა საუბარზე
კოსტა
17:35 10-06-2017
0
მთავრობა რა შუაშია??? კაცს ამერიკის სასამართლომ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და მთავრობამ რა უნდა ქნას?? დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს აშშ-სთან?
გიორგიპირველი
16:22 10-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული