მენი პაკიაომ ვინმე ჰორნთან წააგო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ ნახევრადსაშუალო წონაში (66.68 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლა წააგო ავსტრალიელ ჯეფ ჰორნთან. ამ დაპირისპირებაში თამაშდებოდა WBO-ის საჩემპიონო ქამარი, რომელიც პაკიაოს ეკუთვნოდა.

ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვება ჰორნს მიანიჭეს - 117:111, 115:113, 115:113, რაც უდიდეს სენსაციად შეფასდა.

შეხვედრა ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში "სანკორპ სტედიუმზე" 55 ათასი მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა.

38 წლის პაკიაოსთვის ეს იყო მეშვიდე მარცხი კარიერაში (59 მოგებასთან და 2 ფრესთან ერთად). ჰორნს პროფესიულ რინგზე 17 მოგება, ერთი წაგება და ერთი ფრე აქვს.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი აქვს წაგება, მე მაქვს მონაგები სპიჩკის აჩკოში!
aburjga
08:26 03-07-2017
0
ჯეფ ჰორნს წაგება არ აქვს ერთი ფრე აქვს ასე რომ შეგიძლია ჩაასწორო ან მეტი ყურადღება გამოიჩინო წერისას
oto19854
21:37 02-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული