ფლოიდ მეივეზერი მილიარდერი გახდება

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონთან კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის შემდეგ, ფლოიდ მეივეზერის საერთო შემოსავალი მთელი კარიერის განმავლობაში მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, - მიაჩნია ლეონარდ ელერბეს, Mayweather Promotions-ის აღმასრულებელ დირექტორსა და ფლოიდის ახლო მეგობარს.

"ვფიქრობ, მისი საქმეები ცუდად არ მიდის. ჩემი აზრით, ამ გარიგების წყალობით, ფლოიდი მესამე სპორტსმენი გახდება მაიკლ ჯორდანისა და ტაიგერ ვუდსის შემდეგ, ვისი შემოსავალიც მილიარდ დოლარს გადააჭარბებს", - თქვა ელერბემ.

მეივეზერი ჟურნალ Forbes-ის ვერსიით სამჯერ გახდა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი: 2012 წელს (85 მილიონი დოლარი), 2014 წელს (105 მილიონი) და 2015 წელს (300
მილიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული