უფრო ადრე, რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის შემდეგ კარიერის გაგრძელებას.
"გადავწყვიტე, რომ წასვლის დრო მოვიდა, რადგან ყველა დასახულ მიზანს მივაღწიე", - მოჰყავს ბოლტის სიტყვები საერთაშორისო ფედერაციას.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, იამაიკელი განიხილავს ტელევიზიაში მუშაობის შესაძლებლობას, ასევე არ გამორიცხავს საფეხბურთო კარიერის დაწყებას.
მძლეოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 4-13 აგვისტოს ლონდონში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"