დიდი ბრძოლის წინ: მაკგრეგორის ფსიქოლოგიური დარტყმა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ფორვარდს დრეიმონდ გრინსა და UFC-ის ჩემპიონ კონორ მაკგრეგორს შორის სერიოზული სიტყვიერი დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც მაკგრეგორის მომავალი მეტოქე - მოკრივე ფლოიდ მეივეზერიც არის ჩათრეული.

კონფლიქტი გამოიწვია ფოტომ, რომელშიც შერეული ორთაბრძოლის მებრძოლს "უორიორსის" ძველი მაისურა აცვია 23 ნომრით, რომლითაც დღეს "გოლდენ სტეიტში" გრინი თამაშობს.

"ჩვენ ფლოიდისკენ ვართ და არა შენსკენ... გაიხადე ეს", - მისწერა გრინმა.

"ეს არის სი ჯეი უოტსონის მაისურა, მეგობარო. არც კი ვიცი შენ ვინ ხარ", - უპასუხა მაკგრეგორმა.

შემდეგ, MMA-ის ირლანდიელმა მებრძოლმა გააგრძელა გრინთან ურთიერთობა: "ალბათ, კითხვა
გაგიჩნდა - რატომ ვარეკლამებ სი ჯეი უოტსონს, მით უმეტეს, რომ კალათბურთზე არაფერი ვიცი და საერთოდ არ მაინტერესებს. მოედანზე თავებს ვურტყამ და არა ბურთებს".

როგორც ირკვევა, კონორი ამ გზით ფლოიდ მეივეზერს "ტროლავს". საქმე ისაა, რომ 2010 წელს, მეივეზერის მაშინდელმა შეყვარებულმა მოკრივეს უოტსონთან უღალატა და ას მაისურის ჩაცმით, სწორედ მაშინდელ ამბავს ახსენებს მაკგრეგორი მეივეზერს. მაშინ პოლიციამ საქმე აღძრა ფლოიდის წინააღმდეგ საშინაო ძალადობის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოკრივეს რომ კრივის წესებით ეჩხუბება, უკვე საწყისშივე განწირულია. მმა-ს წესებით რომ ჩატარებულიყო ბრძოლა, მაშინ მეივეზერს არ ექნებოდა შანსი.
კეთილი სამარიტელი
16:37 25-07-2017
0
რა 10 მილიონს, მოგებულიც და წაგებულიც 100-100 მილიონს ღებულობენ, მეივეზერი დაშლის მაკგრეგორს პირველივე რაუნდში, ისე გაამწარა მაკგრეგორმა
კახა
17:05 25-07-2017
0

სიახლეები პოპულარული