14 სექტემბერს, ლას ვეგასში ამერიკელი შეხვდება მექსიკელ საულ ალვარესს. ეს უკანასკნელიც WBC-ის ჩემპიონია 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. რაც შეეხება მეივეზერს, ის WBA-ს სუპერჩემპიონის ტიტულს ატარებს ამ წონაში, ხოლო WBC-ის ქამარი მას 66.7-კილოგრამში ეკუთვნის.
ბოლო ბრძოლა მეივეზერმა სულ ცოტა ხნის წინ, 5 მაისს თანამემამულე რობერტ გერეროს წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა 12 რაუნდი გაგრძელდა და სამივე მსაჯმა ერთნაირი ანგარიშით - 117:111 უპირატესობა მეივეზერს მიანიჭა.
36 წლის
22 წლის ალვარესიც დაუმარცხებელია. მან 43 ბრძოლა ჩაატარა და 42 მოიგო (30 - ნოკაუტით). კიდევ ერთ ბრძოლაში ფრე დაფიქსირდა.
* * *
კიდევ ერთი საინტერესო ორთაბრძოლის თარიღის შესახებ გამოცხადდა. ნახევრად საშუალო წონაში WBO-ს ჩემპიონი, 29 წლის ამერიკელი ტიმოტი ბრედლი და ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, 39 წლის მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი ერთმანეთს 12 ოქტომბერს შეხვდებიან.
თავდაპირველად, ბრძოლის ჩატარება 14 სექტემბერს იგეგმებოდა, მაგრამ ამ დღეს მეივეზერისა და ალვარესის ბრძოლა დაინიშნა. ამიტომაც შეხვედრის ორგანიზატორმა - პრომოუტერულმა კომპანია Top Rank-მა თარიღი ოთხი კვირით გადასწია.
* * *
და კიდევ, 20 ივლისს, ლონდონში გაიმართება საკრივო საღამო, რომლის მთავარი ბრძოლა იქნება სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონობის ყოფილ კანდიდატს, დერეკ ჩისორასა და 32 წლის ამერიკელ მალიკ სკოტს შორის. ამ უკანასკნელს პროფესიულ რინგზე წაგება არ აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფლოიდ მეივეზერმა 44-ე ბრძოლაში 44-ე გამარჯვება მოიპოვა