ოქროს ქამარი გამარჯვებულს

AutoSharing Option
გაიმართა სპეციალური საჩემპიონო ქამრის პრეზენტაცია, რომლითაც მსოფლიოს საკრივო საბჭო (WBC) დააჯილდოებს ფლოიდ მეივეზერსა და საულ ალვარესს შორის გამარჯვებულს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელსა და მექსიკელს შორის საჩემპიონო ბრძოლა 14 სექტემბერს გაიმართება. მოკრივეები პირველ საშუალო წონაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ 36 წლის მეივეზერსა და 23 წლის ალვარესს დამარცხება არ აქვთ პროფესიულ კრივში.

რაც შეეხება WBC-ის მიერ დაწესებულ ქამარს, ის მექსიკაშია დამზადებული. ამისთვის გამოიყენეს იტალიური ტყავი, რომლითაც "ფერარის" ავტომობილებია გაწყობილი და ორი კილოგრამი ოქრო. ქამარზე გამოსახულია ორივე მოკრივის სახე და მექსიკისა და აშშ-ის დროშები.

"ეს დიდი ბრძოლა იქნება, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე კრივში. ეს ქამარი – სპეციალური პრიზია მსოფლიოს ორ უძლიერეს მოკრივეს შორის შეხვედრისთვის",
- ამბობს WBC-ის პრეზიდენტი ხოსე სულეიმანი.

ასევე გაირკვა, რომ მომავალი ორთაბრძოლა მეივეზერს 41.5 მილიონ დოლარს მოუტანს, რაც კრივის ისტორიაში ყველაზე მაღალი ჰონორარია. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ევანდერ ჰოლიფილდს, რომლის შემოსავალმა 1997 წელს, მაიკ ტაისონთან ბრძოლაში 33 მილიონი დოლარი შეადგინა.

საულ ალვარესის ჰონორარი 12.5 მილიონ დოლარი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
WBC-ის საჩემპიონო ქამარი 2 კგ ოქროსგან დამზადდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული