ქართველ მოკრივეებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ჩაფხუტის გარეშე მოუწევთ

AutoSharing Option
ყაზახეთის ყოფილი დედაქალაქი ალმათი 14-26 ოქტომბერს მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

როგორც გაუწყეთ, შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები 8 სპორტსმენით იასპარეზებს.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დავით წიკლაურმა ის ოქტეტი დაასახელა, რომელიც ყაზახეთში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავს.

ესენი არიან: სევერიან ჭილაძე (თბილისი, 62), ბექა ჭუბაბრია (ფოთი, 56), გიორგი გოგატიშვილი (ფოთი, 60), ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), ჯაბა ხოსიტაშვილი (თბილისი, 75), იაგო კიზირია (ფოთი, 81), ლევან გულედანი (თბილისი, 90) და მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91).

როგორც შევიტყვეთ, შეჯიბრება ახალი წესებით გაიმართება - სპორტსმენები გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან
შემოღებული დამცავი ჩაფხუტების გარეშე იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრები, რომელიც ალმათიში 11 ოქტომბერს გაემგზავრება, ბოლო საწვრთნელ შეკრებას დკდ-ს დარბაზში გადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული