"ოჯახთან ვალდებულებები მაკავშირებს, ამიტომ კარიერას ვასრულებ", - განაცხადა მოკრივემ.
მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით პაკიაომ ტიმოტი ბრედლი დაამარცხა და WBO International-ის ტიტულს დაეუფლა.
ბრძოლის განმავლობაში პაკიაომ ბრედლი ორჯერ, მე-7 და მე-9 რაუნდებში გაუშვა ნოკდაუნში.
პაკიაომ საბოლოოდ ბრედლი სამივე მსაჯის გადაწყვეტილებით (116:110, 116:110, 116:110) მოიგო.