მილიარდიანი ჩხუბი: ფლოიდ მეივეზერი ზაფხულში მაკგრეგორთან საჩხუბრად დაბრუნდება

AutoSharing Option
თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივე, დაუმარცხებელი ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი, შესაძლოა, ზაფხულში დაბრუნდეს რინგზე.

როგორც გამოცემა The Sun წერს, ფლოიდის მეტოქე იქნება შერეული ორთაბრძოლების (UFC) ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი. მხარეებს მხოლოდ ჰონორარზე შეთანხმება და კონტრაქტზე ხელის მოწერაღა რჩებათ.

როგორც ამბობენ, ბრძოლა კრივის წესებით გაიმართება და მას აქამდე არნახული ჰონორარი ექნება - ერთი მილიარდი დოლარი. ოფიციალურად, ბრძოლის შესახებ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

აღნიშნავენ, რომ ამერიკელი მოკრივე ძალიან გააბრაზა ირლანდიელი მებრძოლის სიტყვებმა. მან განაცხადა, რომ 30 წამში შეძლებს მეივეზერის დამარცხებას. ამიტომაც, ფლოიდს სურს რინგზე ასწავლოს ჭკუა მაკგრეგორს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლა აპირებენ რამეს თუ ხუმრობთ? :დდ თუმცა ფულის გულისთვის რას არ იზამენ
levan naborashvili
03:57 10-05-2016
0

სიახლეები პოპულარული