როგორც TMZ Sports იუწყება, ფლოიდმა 27 წლის ირლანდიელს 44.5 მილიონი ევრო შესთავაზა ბრძოლის სანაცვლოდ, რომელიც ლას ვეგასში ახალი წლის წინ გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა კრივის წესებით ჩაივლის, ფლოიდმა და კონორმა ნებართვა უნდა აიღოს UFC-ის პრეზიდენტ დეინ უაიტისგან.
39 წლის ფლოიდი, რომელმაც პროფესიულ რინგზე 49 ბრძოლიდან ყველა მოიგო, სპორტული კარიერა გასული წლის სექტემბერში დაასრულა.
მაკგრეგორის აქტივში 19 მოგება (17 ნოკაუტით) და სამი წაგებაა.