მუჰამედ ალი აღარ არის - ღმერთმა თავის ჩემპიონს მოაკითხა

AutoSharing Option
შაბათს, ყველა მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა გადაფარა ინფორმაციამ ლეგენდარული მუჰამედ ალის სიკვდილის შესახებ. სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ერთი დღით ადრე დაიწერა, რომ ალი ფინიქსის ერთ-ერთ სავადმყოფოში სუნთქვის პრობლემებით გადაიყვანეს. პრეს-რელიზში მოკრივის მდომარეობის შესახებ მეტად მწირი ინფორმაცია იყო. ლაპარაკობდნენ მხოლოდ იმაზე, რომ კრივის ლეგენდა მალე მომჯობინდებოდა.

მოგვიანებით, პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ალის ოჯახი ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება. მოკრივის ქალიშვილები ფინიქსის ნევროლოგიური ინსტიტუტის შენობას არ ტოვებდნენ, რათა მამასთან ახლოს ყოფილიყვნენ.

ვრცელდებოდა ჭორები, რომ ჰოსპიტალიზაციის წინ, ალის ჰალუცინაციები ჰქონდა,
მოგვიანებით პრობლემა შეექმნა გადაადგილების მხრივ, უკვე თავად კლინიკაში სუნთქვის მძიმე პრობლემები ჰქონდა, ასევე მან დაკარგა კანის ზედაპირის მგრძნობელობა. ექიმების ყოველგვარი კომენტარისგან თავს იკავებდნენ, მაგრამ მალე რეალური მდგომარეობის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.

მოკრივე, რომელიც 32 წელი ებრძოდა პარკინსონის დაავადებას, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მან კარიერაში 61 ბრძოლა ჩაატარა და 56 მოიგო (37 - ნოკაუტით). იყო აბსოლუტური ჩემპიონი 1964-66 და 1974-78 წლებში. ხუთჯერ დასახელდა "წლის მოკრივედ".

"ღმერთმა თავის ჩემპიონს მოაკითხა", - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" სუპერმძიმე კატეგორიის კიდევ ერთმა ლეგენდამ მაიკ ტაისონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული