მენი ფლოიდისთვის დაბრუნდება?

AutoSharing Option
სახელოვან მწვრთნელს ფრედი როუჩს იმედი აქვს, რომ მისი ყოფილი შეგირდი, ფილიპინელი მენი პაკიაო მალე დაბრუნდება რინგზე მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან, ამრიკელ ფლოიდ მეივეზერთან მატჩ-რევანშისთვის. 37 წლის პაკიაომ პროფესიული კარიერა ამა წლის აპრილში, ტიმოტი ბრედლის დამარცხების შემდეგ დაასრულა.

ამ მოვლენიდან ერთი თვის თავზე, მენიმ გამოაცხადა, რომ ფილიპინებზე პოლიტიკური კარიერის დაწყებას აპირებს, თუმცა სულ მალე ალაპარაკდა იმაზე, რომ რინგზე დაბრუნება უნდა.

ფილიპინელის პოტენციურ მეტოქეებად მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ედრიენ ბრონერს, ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონს დანი გარსიას და ამავე წონაში WBO-ის ჩემპიონს ჯესი ვარგასს განიხილავდნენ.
გარდა ამისა, მენის მეტოქე შეიძლებოდა გამხდარიყო ტერენს კროუფორდისა და ვიქტორ პოსტოლის წყვილში გამარჯვებული.

მიუხედავად ამისა, როუჩს იმედი აქვს, რომ მისი შეგირდი რინგზე უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის დაბრუნდება და შეეცდება ფლოიდ მეივეზერისთვის რევანშის აღებას.

"ეჭვი არ მეპარება, რომ მენი რინგზე დაბრუნდება, - განაცხადა როუჩმა. - აპრილში, ტიმოტი ბრედლისთან ჩხუბის დასრულებისთანავე გასახდელში მითხრა, რომ უკვე ენატრება კრივი.

რამდენიმე ბრძოლა გვაქვს ჩანიშნული. ის დღემდე ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და მალე დაბრუნდება.

მინდა მისი რევანში მეივეზერის წინააღმდეგ. ფლოიდმა მოიგო პირველი ბრძოლა, ამიტომაც, მენის აზრით, ამერიკელი კიდევ მოინდომებს ერთ შეხვედრას".

პაკიაოსა და მეივეზერს შორის პირველი ბრძოლის ორგანიზებას თითქმის ექვსი წელი დასჭირდა, მაგრამ მეორე შეხვედრაზე შეთანხმების მიღწევა გაცილებით იოლი იქნება, რადგან მენისა და ფლოიდის პრომოუტერები - ბობ არუმი და ელ ჰეიმონი მეგობრები არიან და რეგულარულად ერთად აწარმოებენ ბიზნესს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული