მენი პაკიაო დაბრუნდა, თან ტიტულით

AutoSharing Option
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ტრიუმფალურად დაბრუნდა პროფესიულ რინგზე ფილიპინელი მენი პაკიაო.

ლეგენდამ კარიერა საჩემპიონო ბრძოლით განაახლა. ვეტერანი ახალგაზრდა ამერიკელს ჯესი ვარგასს ხვდებოდა, რომელიც ნახევრადსაშუალო ზონაში WBO-ის ტიტულს ფლობდა.

ამ ბრძოლაში პაკიაოს უპირატესობა კარგად აისახა მსაჯების ჩანაწერებში. ორმა მსაჯმა ფილიპინელს 118:109 მოაგებინა, მესამე - 115:114.

შეხვედრას პირველი რიგიდან ადევნებდა თვალს ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი, რომელმაც შარშან, ოფიციალურად დაასრულა კარიერა, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მან მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მამაჩემი მეკითხება - როდის დავბრუნდები კრივში. შემიძლია ვთქვა, რომ დაბრუნებისთვის კარი ყოველთვის ღიაა. არ ვიცი, რა
მოტივაცია შეიძლება გამოჩნდეს კარიერის განახლებისთვის. სხვადასხვა დღეს სხვადასხვა განწყობა მაქვს. ასეა თუ ისე, ის, რაც გარდაუვალია, აუცილებლად მოხდება", - განაცხადა ამერიკელმა.

იმ შემთხვევაში, თუ მეივეზერი დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი მეტოქე სწორედ პაკიაო გახდება. მათი პირველი შეხვედრა შარშან, ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული