ეს სენსაციური ინფორმაცია დანიიდან გავრცელდა, სადაც აპირებენ 54 წლის ამერიკელისთვის ბრძოლის ორგანიზებას.
საქმე ისაა, რომ ჰოლიფილდის ყოფილი მოწინააღმდეგე ბრაიან ნილსენი დღეს ამერიკელის მეორე ექს-მეტოქის შერმან უილიამსის საქმეებს განაგებს. ეს უკანასკნელი, სოლიდური ასაკის მიუხედავად, აგრძელებს პროფესიულ რინგზე გამოსვლას. 3 დეკემბერს, დანიის ქალაქ ორჰუსში იგეგმება მისი ბრძოლა მატეუს ოსორიოსთან.
უილიამსის გამარჯვების შემთხვევაში, ნილსენი აპირებს ბრძოლა მოაწყოს თავის კლიენტსა და ჰოლიფილდს შორის. ისინი ადრე შეხვედრიან ერთმანეთს და მაშინ,
რაც შეეხება თავად ჰოლიფილდის რეაქციას, მან უკვე მისცა წინასწარი თანხმობა, მაგრამ გარკვეული ფინანსური პირობების სანაცვლოდ. დავამატებთ, რომ ჰოლიფილდი 2011 წლის შემდეგ არ გამოჩენილა რინგზე, როცა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა ბრაიან ნილსენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"