
"რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო მედლის დაბრუნება, მაგრამ ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნაა. ამიტომაც დავემორჩილე მას", - განაცხადა სააგენტო "როიტერთან" კომენტარში უსაინ ბოლტმა.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გააუქმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იამაიკის ნაკრების შედეგი 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. მიზეზი გახდა გუნდის ერთ-ერთი წევრის ნესტა კარტერის დოპინგ-ტესტის დადებითი შედეგი.
ესტაფეტის შედეგის გაუქმების შემდეგ, უსაინი აღარ იყოფს მძლეოსნებს შორის ოქროს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"