იამაიკელ მძლეოსნებს ემუქრებიან

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) იამაიკის ანტისადოპინგო კომისიას მოსთხოვა, მიმდინარე წელს წარმოადგინოს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეს ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს.

თუ ეს ასე არ მოხდება, იამაიკელი სპორტსმენები არ დაიშვებიან ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. უფრო ადრე WADA-ს პრეზიდენტმა ჯონ ფეიჰიმ განაცხადა, რომ აპირებს ჩაატაროს იამაიკის ანტისადოპინგო კომისიის მუშაობის დამოუკიდებელი შემოწმება, მაგრამ იამაიკელებმა უარი განაცხადეს და დაამატეს, რომ ასეთ შემოწმებას მხოლოდ 2014 წელს დათანხმდებიან.

"ამგვარი მდგომარეობა დაუშვებელია WADA-სთვის და არ ვეთანხმებით მათ წინადადებას, - ამბობს ფეიჰი. - ჯერჯერობით ისინი მზად არ
არიან ჩვენთან შესახვედრად და აღიარებენ თავიანთ პრობლემას, მაგრამ მომდევნო წლამდე მოცდა დაუშვებელ
ია. ჩვენ წესების თანახმად ვიმოქმედებთ".

იამაიკის ანტისადოპინგო კომისიისადმი ნდობა მას შემდეგ შეირყა, რაც 2013 წლის დასაწყისში დოპინგ-ტესტი ჩააგდო ხუთმა იამაიკელმა მძლეოსანმა.

დისკვალიფიცირებულ ათლეტებს შორის მოხვდნენ 200 მეტრზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი და ოლიმპიური ჩემპიონი 4x100 მეტრზე ესტაფეტაში ასაფა პაუელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უსაინ ბოლტი დოპინგს უარყოფს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული