მაგრამ, ამერიკელის შედეგი ოფიციალურ რეკორდად არ ჩაითვლება. ჯერერთი, ის არა ოფიციალურ ტურნირზე, არამედ, იაპონურ ტელეშოუში გამოდიოდა, თან შოუს ორგანიზატორებისგან დახმარება მიიღო. კერძოდ, სარბენ ბილიკზე დაამონტაჟეს სპეციალური მოწყობილობები, რომელთა დახმარებით, ზურგის ქარის სიჩქარე წამში 20 მეტრს აღწევდა, არადა, ტურნირებზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარეა - 2 მ/წმ.
100 მეტრზე ოფიციალური რეკორდი 9.58 წამია და ის უსაინ ბოლტის მიერ 2009
გეტლინი 34 წლისაა. მას მოგებული აქვს ოლიმპიური თამაშები 2004 წელს, აგრეთვე ოთხჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი. ამერიკელი დიდ სპორტში დოპინგის გამოყენების გამო მიღებული ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის (2006-10) შემდეგ დაბრუნდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"