
იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში, ეროვნული სტადიონის გვერდით მდებარე პარკში დაიდგმება მძლეოსნების - უსაინ ბოლტის, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისის, ვერონიკა კემბპელ-ბრაუნისა და ასაფა პაუელის ქანდაკებები.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენების მეზობლად იქნება ლეგენდარული მუსიკოსის ბობ მარლის ქანდაკება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"