პიერ-ემერიკ ობამეიანგმა უსაინ ბოლტი გამოიწვია!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი აპირებს სისწრაფეში გაეჯიბროს ცხრაგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იამაიკელ სპრინტერს უსაინ ბოლტს.

როგორც ადრე გამოაცხადეს, მალე ლეგენდარული მძლეოსანი ვარჯიშს დაიწყებს "დორტმუნდის" შემადგენლობაში და ობამეიანგი გარანტიას იძლევა, რომ უსაინს "ბორუსიაში" იოლი გასეირნება არ ელოდება.

გაბონელმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია მსოფლიოში, გამოწვევა ესროლა ბოლტს. ფორვარდს სურს რბენაში შეეჯიბროს სპრინტერს და უკვე დისტანციაც შესთავაზა - 30 მეტრი.

"გელოდები, მეგობარო, - მიმართა ობამეიანგმა იამაიკელს ტელეარხ CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში. - იმედია, მალე შემოგვიერთდები და შეჯიბრს მოვაწყობთ".
თავად ბოლტი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით
არ უფრთხის ობამეიანგის გამოწვევას და საკუთარ თავში დარწმუნებულია.

"ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ჩემს გამოწვევას, - თქვა უსაინმა. - მან კარგად იცის, რომ ამ გარბენს მე მოვიგებ".

რაც არ უნდა ილაპარაკონ ობამეიანგმა და ბოლტმა, მათ შორის საუკეთესოს მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა ისინი 30-მეტრიანი დისტანციის სტარტზე დადგებიან. ერთხელ, პიერ-ემერიკმა "დორტმუნდის" წინასასეზონო შეკრებაზე 30 მეტრი 3.7 წამში გაირბინა, იმ დროს, როცა იამაიკელმა სპრინტერმა 2009 წელს, 100 მეტრზე თავისი სარეკორდო გარბენისას, პირველი 30 მეტრი 3.78 წამში დაფარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
30 მეტრს 3,7-ში ნებისმიერი საშუალო სიძლიერის მძლეოსანი დარბის
misha
10:38 02-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული