ქართველმა ჩუბინმა ინდოელ რანჯიტ ნაიკს 6:0, ჰოლანდიელ სჯეფ ვან დენ ბენგს და თურქ ფატიჰ ბოზლარს კი ერთნაირი ანგარიშით - 6:4 აჯობა. მერვედფინალში ჩვენებური კორეელ მსოფლიოს ჩემპიონთან, საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან და აწ უკვე ფინალისტ ვოოჯინ კიმთან 0:6 დამარცხდა.
ვაჟებში პლეი ოფის ერთი წრე გაიარა ჩვენმა მეორე მონაწილე ჯაბა მოსეშვილმა - ბელგიელ ბენ ადრიანსენს 6:0 მოუგო, მერე კი ავსტრალიელ რაიან
ქალთა შორის პლეი ოფის პირველი წრე მხოლოდ იულია ლობჟანიძემ დაძლია - ბრაზილიელ ანე მარსელე დოს სანტოსს 6:2 აჯობა, მაგრამ მომდევნო წრეში დამარცხდა რუს ინა სტეპანოვასთან - 4:6.
ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა პირველივე შეხვედრები დათმეს - ხათუნა ნარიმანიძემ ბულგარელ დობრომირა დანაილოვასთან 2:6 წააგო, ქრისტინე ესებუამ თურქ იასემინ ეცემ ანაგოზთან დათმო, თუმცა დამატებით სერიაში - პაექრობა სეტების მიხედვით 5:5 დასრულდა, დამატებითში კი მეტოქემ 9:7 იმარჯვა.
ციკო ფუტკარაძე ჩინელ ჯიახინ ვუსთან 0:6 დამარცხდა.
დღეს, 29 მაისს, ანტალიაში გუნდური შეჯიბრების პლეი ოფი ჩატარდება, რომელშიც ჩვენგან მხოლოდ ქალები გამოვლენ - მექსიკელებს შეხვდებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"