ალექსანდრ ვინოკუროვს წლების წინ აკრძალული პრეპარატების მიღებას არ პატიობენ

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი ველომრბოლელი, ამჟამად ველოსაჯინიბო "ასტანას" გენერალური მენეჯერი, ყაზახი ალექსანდრ ვინოკუროვი კვლავ იმკის რვა წლის წინანდელი საქციელის შედეგებს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჩინოვნიკებს არ მოეწონათ 41 წლის ვინოკუროვის ალმატის განაცხადის ხელმძღვანელად დანიშვნა 2022 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ბრძოლაში. კომიტეტი აქტიურად იბრძვის დოპინგის წინააღმდეგ, ვინოკუროვმა კი 2007-09 წლებში დისკვალიფიკაცია მოიხადა აკრძალული პრეპარატების გამოყენების გამო.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობაზე სამი ქალაქი გამოაცხადა პრეტენდენტად: ოსლო (ნორვეგია), პეკინი (ჩინეთი) და ალმატი (ყაზახეთი), თუმცა ნორვეგიელებმა მოგვიანებით გამოიტანეს თავიანთი განაცხადი. 2022 წლის
თამაშების დედაქალაქი 2015 წლის ივნისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგ სესიაზე გამოცხადდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული