75 წლის ასაკში ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ლეგენდარული სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976), მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი, მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ღირსების ორდენის კავალერი. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) გამოაცხადა ყველა დროის დიდების დარბაზის წევრად.

sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

altლევან თედიაშვილი: "მამა,

სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი; ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ..." - დიადი ფალავანი და "ჯარისკაცის მამა"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ღმერთმა ნათელში გამყოფოთ ბუმბერაზო ადამიანო და მოჭიდავევ! თქვენ უკვე დაამარცხეთ სიკვდილი და უკვდავჰყავით თქვენი სახელი! მშვიდად განისვენეთ ჩემპიონო თქვენს გმირ შვილთან ერთად!
llcl
17 თებერვალი 2024 13:21
0
ადამიანი, რომელიც ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან და შეუერთდა სასიქადულო ქართველების იმქვეყნიურ არმიას. მშვიდად განისვენე ჭეშმარიტო რაინდო, თქვენთვის ნამდვილად მსუბუქი იქნება ქართული მიწა. მის ნაკვალევზე ასეულობით ქართველი გაიზარდა და კიდევ მრავალი დაიზრდება. უკვდავი გოგია-ლევან თედიაშვილი!!!
ATP 16
17 თებერვალი 2024 13:48
0
ლევანმა უბრალოდ ფერი იცვალა და სხვა სამყაროში გადავიდა, ამ სამყაროში კი სამუდამოდ უკვდავყო,ლევან თედიაშვილი!
თომა
17 თებერვალი 2024 13:30
0
ყველაზე დიდი და ყველაზე სრულყოფილი,დიდი ტედი,საუკეთესო ფალავანი საქართველოს ისტორიაში და უფრო საუკეთესო კაცი და პიროვნება,გაანათლოს ღმერთმა მისი სული,ცოდვაა საქართველო ლევანისნაირი კაცების გარეშე
გიორგი
17 თებერვალი 2024 17:56
1
ადამიანი-ლეგენდა, ღმერთმა აცხონოს.
მამუკა
17 თებერვალი 2024 17:42
0
მარადიულობაში გადავიდა ბ-ნი ლევანის უკვდავი სული, გული მეტკინა
შალვა
17 თებერვალი 2024 14:46
0
ნათელში იყოს თქვენი სული ბატონო ლევან! "მეოთხე ბრაიტონში" ბატონ კახი კავსაძესთან ერთად ნამდვილად და სრულად განასახიერეთ თქვენი ადამიანური როლი!
მწვრთნელი
17 თებერვალი 2024 15:05
1
ჯერ რა ქართველი კაცი..სული და გულით..ჯარისკაცის მამა..სამშობლოს შვილი მისცა..ლეგემდარული ფალავანი..ცხონდეს თქვენი სული ბატონო ლევან
კიეზა
17 თებერვალი 2024 15:03
0
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს. ძალიან დამწყდა გული, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ის იყო მაგალითი ძალიან ბევრი თაობის მოჭიდავეებისთვის. დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს ბატონი ლევანის მიმართ.
გულშემატკივარი
17 თებერვალი 2024 14:31
0
უფალს ებარებოდე ბატონო ლევან,წავიდა კიდევ ერᲗი ლეგენდა.
გოᲩა
17 თებერვალი 2024 14:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული