ოლიმპიური პარკში სიცარიელეა - იქ აგვისტოდან ცხოვრება გაჩერებულია. ოლიმპიადის საწყლოსნო კომპლექსში ტურნირების ჩატარება შეუძლებელია. არენას, რომელმაც ოლიმპიადის დროს მწვანე წყლით გაგვაოცა, ახლა, ფსკერზე ჟანგიანი წყალი დაუგროვდა.
ერთი შეხედვით, ლეგენდარულ "მარაკანას" ყველაფერი წესრიგში აქვს - დეკემბერში ზიკომ იქ საქველმოქმედო მატჩიც კი ჩაატარა. მაგრამ იანვრიდან მოყოლებული, ვალების გამო, სტადიონზე წყალი არ არის, მოროდიორებმა კი ათასობით სავარძლები გაიტაცეს. კომპანია, რომელმაც ლეგენდარული
პირველად 112 წლის განმავლობაში, ოლიმპიადაზე მედლები გათამაშდა გოლფში. რიოში შესაბამისი მოედანი 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა. იქ ახლა აღარავინ თამაშობს და მისი შესანახი ფულიც არ არსებობს.
ოლიმპიურ საჩოგბურთო ცენტრს მოუნახეს ფუნქცია - სამი კვირის წინ, იქ გაიმართა ამხანაგური მატჩი პლაჟის ფრენბურთში.
უწყლო "მარაკანა", ჟანგიანი წყალი, ცარიელი არენები...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"