ოლიმპიზმი: ოქროს მედლები დაჟანგდა

AutoSharing Option
ზაფხულის ბოლო ოლიმპიადის მედლები უხარისხო აღმოჩნდა. რიოს თამაშების 130-მა პრიზიორმა დაუბრუნა ორგანიზატორებს მედლები იმის გამო, რომ მათ ზედაპირზე შავი ლაქები და ჟანგი გაუჩნდათ. ამის შესახებ იტყობინება 2016 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორთა პრესსამსახური.

"ყველაზე გავრცელებული პრობლემა იმაშია, რომ მედლები დიდი სიმაღლიდან ეცემოდნენ ძირს, რის გამოც, დამცავი ფენა და საღებავი ძვრებოდა. შემდეგ კი მედალი ჟანგს იკიდებდა დაზიანებულ ადგილებში.

მეორე მიზეზი მედლების მცირე რაოდენობას შეეხება. მათ ძლიერ სიცივეში ინახავდნენ", - განაცხადა ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის კომუნიკაციების დირექტორმა მარიო ანდრადემ. მისი თქმით, ბრაზილიური მხარე ყველა დაზიანებას
გაასწორებს და მედლებს მფლობელებს დაუბრუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული