თომას ბახი: რუსეთი დაუსჯელი არ დარჩება

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აპირებს სანქციები გამოუტანოს რუსეთს იმ სადოპინგო დარღვევებისთვის, რომელსაც სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

ბახის თქმით, ის პრევენციულ ნაბიჯები, რომელიც რუსეთმა შეიძლება დოპინგთან ბრძოლის მხრივ მოიმოქმედოს, ვერ დაეხმარება მას თავიდან აიცილოს საჯარიმო სანქციები უკვე მომხდარ ინციდენტებზე.

"ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ადამიანს რუსეთში მიაჩნია - თუ პრობლემის მოგვარებას მომავლისთვის გადადებენ, წარსული დავიწყებული იქნება. მაგრამ ჩვენ ვერ დავივიწყებთ იმას, რაც სოჭში მოხდა", -
განაცხადა მან.

ბახმა ისიც დააკონკრეტა, რომ სანქციებს შემოიღებენ არა უგვიანეს 2017 წლის ოქტომბრისა. "ჩვენ გვინდა რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ ეს. იმისთვის, რომ რაღაც სანქციები მივიღოთ, უნდა გავარკვიოთ - რამდენად ღრმად ჰქონდა გამჯდარი ფესვები რუსეთში სადოპინგო მანიპულაციების სისტემას.

ჩვენ ცხადად მივანიშნეთ: წარსულის გამო, იმის გამო, რაც მაშინ მოხდა, სანქციები გამოტანილი უნდა იყოს.

ერთის მხრივ, ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი: "დიახ, ჩვენ გვაქვს პრობლემა, ეს უნდა ვაღიაროთ". მეორეს მხრივ, ზოგიერთი ჩინოვნიკი და პარლამენტარი აგრძელებს ამის იგნორირებას", - დაამატა ბახმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული