ახლა ცნობილი ისიც გახდა, რომ საქართველო არა მხოლოდ იასპარეზებს ოლიმპიადაში, არამედ დაეხმარება კიდეც რუსეთის ფედერაციას თამაშების უსაფრთხოდ ჩატარებაში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
"მზად ვართ, მივიღოთ დახმარება. გვსურს ურთიერთობის აღდგენა. საქართველოსთან თბილი დამოკიდებულება გვაქვს, ჩვენი ხალხები ძალიან ახლობლები არიან.
რაც შეეხება ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას, მიიღოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში, გადადგას შემხვედრი სხვა ნაბიჯებიც, ჩვენ ამას ვხედავთ". - თქვა პუტინმა.
თენგიზ გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი