ბაქო 2015. მძლეოსნობა: გუშინ სამმა იყოჩაღა

AutoSharing Option
22 ივნისს, მძლეოსანთა ასპარეზობის მეორე დღეს ჩვენი ათლეტებიდან წარმატებით გამოვიდა ვალენტინა ლიაშენკო, რომელმაც სიმაღლეზე ხტომაში 184 სმ დაძლია და მეორე ადგილზე გავიდა - გამარჯვებულს 2 სმ-ით ჩამორჩა.

რაკი ეს შეჯიბრება გუნდურია, ლიაშენკომ ჩვენი მძლეოსნების ყულაბა 13 ქულით შეავსო.

ამდენივე ქულა დაიმსახურა ნიკა კარატავცევმა, რომელმაც ასევე მეორე ადგილი დაიკავა. 200 მეტრზე რბენაში მისი შედეგია 21.29 წ (პირველი ადგილი - 2.18).

უნდა აღინიშნოს როსტომ ჭინჭარაულის ბრწყინვალე გამოსვლა შუბის ტყორცნაში - 71.32 მ (გამარჯვებულის შედეგია - 74.81).

დანარჩენი ჩვენი მძლეოსნები სამეულს მიღმა აღმოჩნდნენ და გუნდს დაკავებული ადგილების შესაბამისი ქულები მოუტანეს.

ჩვენი მძლეოსნები 283 ქულით გუნდურ მერვე ადგილზე გავიდნენ მონაწილე 14 ქვეყნიდან. სამეული ასე გამოიყურება: 1. სლოვაკეთი - 458,5 ქულა, 2. ავსტრია - 458, 3. ისრაელი - 430.

თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
"გუშინ, 21 ივნისს, ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე შეჯიბრებაში მძლეოსნებიც ჩაებნენ და ბაჩანა ხორავამ სიგრძეზე ხტომაში 7.64 მეტრით გაიმარჯვა კიდეც"-"ლელო" 22 ივნისი, - ეწერა ბატონებო!
koko
23 ივნისი 2015 23:51
0
სიგრძეზე ხტომაში გამარჯვებაზე წინა დღეს წავიკითხე, ეს მომდევნო დღის შედეგებზე წერენ, ანუ გუშინო.., რაა არის გაუგებარი
koko
23 ივნისი 2015 23:34
0
როგორც ვიცი სიგრძეზე ხტომაში პირველი ადგილი დავიკავეთ; ჟურნალისტებმა უფრო ყურადღებით უნდა დაწერონ სტატიები
თორნიკე
23 ივნისი 2015 18:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული