USA Today-ს პროგნოზი: საქართველო ოლიმპიადაზე 5 მედალს აიღებს

AutoSharing Option
ამერიკულმა გაზეთმა USA Today-მ რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ყველა სახეობაში სავარაუდო მედალოსნების სია ჩამოწერა.

მაშ ასე, ამერიკული გაზეთის ვერსიით, საქართველოს ოლიმპიელები სულ 5 მედალს მოიპოვებენ.

ძიუდოში, 81 კგ. წონით კატეგორიაში ამერიკელები ავთანდილ ჭრიკიშვილს ფინალში იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან მარცხს უწინასწარმეტყველებენ.

90 კგ. წონით კატეგორიაში მათ ვალერი ლიპარტელიანისთვის ბრინჯაოს მედალი გაიმეტეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში ამერიკელთა აზრით, ფინალში დამარცხდება ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მას 57 კგ წონით კატეგორიაში ირანელი ჰასან რაჰიმი მოუგებს.

დანარჩენი ორი მედალიც "თავისუფლების" "ანგარიშზეა" - 97 კგ-ში ბრინჯაოს ელიზბარ ოდიკაძე
მიიღებს, 15-ში კი - გენო პეტრიაშვილი.

მაშ ასე USA Today 2 ვერცხლსა და 3 ბრინჯაოს იმეტებს ქართველებისთვის. შეგახსენებთ, რომ წინა ოლიმპიადაზე ლონდონში, ქართულმა დელეგაციამ 1 ოქრო და 3-3 ვერცხლი-ბრინჯაო მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ზიზუს-უცენზურო სიტყვა რომ დამეწერა არ გამოაქვეყნებდნენ.ისე, სხეულის რა ნაწილითაც სკამზე ზის ადამიანი ქვია საჯდომი,შესაბამისად ამერიკული გაზეთის საქციელს-გასაჯდომება
0
ეე, ძალოსნები ? ტალახაძე ?
kote
09:50 01-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული