რიო 2016: ბექა ღვინიაშვილი მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ძიუდოისტთა ტურნირში წარმატებით ჩაება ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (100), რომელიც მეოთხედფინალში გავიდა.

ღვინიაშვილი ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვს შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო. ღვინიაშვილმა მეტოქეს ჯერ იუკო აუღო შემდე ვაზარი და ბოლო იპონზეც დააგდო.

ქართველი სპორტსმენის მეტოქე მეოთხედფინალში ფრანგი სირილე მარეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ღვინიაშვილი, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა სადებიუტოა, პირველ წრეში ისვენებდა. მეორე წრეში ის ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდა და სუფთად გაიმარჯვა. ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს
საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბექა გაიხარე, კიდევ სამი გამარჯვება და საქართველოს ჰიმნიც გაისმება რიო დე ჟანეიროში, რასაც გულისფანცქალით ველოდებით მთელი საქართველო.
ბექა ღმერთმა მოგცეს ძალა და მადლი გამარჯვებისა!
gizog
18:46 11-08-2016
0
მიდი ბექა, ბრილიანტის ბიჭი ხარ!!!!!!!
ზურა
18:47 11-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული