რიო 2016: ბექა ღვინიაშვილი უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
11 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი რიოს ოლიმპიადაზე რეპეშაჟში დამარცხდა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ქართველი სპორტსმენი რეპეშაჟში იაპონელ რაინოსუკე ჰაგას შეხვდა და მხოლოდ ერთი გაფრთხილებით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ღვინიაშვილი მეოთხედფინალში ფრან სირილე მარეტთან ვაზარით დამარცხდა.

აქამდე ღვინიაშვილი მერვედფინალში ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვს შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო. ღვინიაშვილმა მეტოქეს ჯერ იუკო აუღო შემდე ვაზარი და ბოლო იპონზეც დააგდო.

მანამდე კი 20 წლის ღვინიაშვილი, რომლისთვისაც ეს ოლიმპიადა სადებიუტოა, პირველ წრეში ისვენებდა. მეორე წრეში ის ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდა და სუფთად გაიმარჯვა.
ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
შენ გენაცვალე ბექა! რა იჭიდავაა! ცოტა რომ გაგმართლებოიდა ოქროსაც დადებდი!
hoo
12 აგვისტო 2016 09:55
0
სასწრაფოდ უნდა დააბრუნონ ღვინიაშვილი 90 კილოგრამში,ლიპარტელიანი კი 100-ში ასწიონ.თუ აქედანვე ამ წონებში დაიწყებენ მზადებას,მომავალ ოლიმპიადაზე ორივეს შეეძლება წარმატების მიღწევა.უზნაძემ თავი ამოწურა;ხაბარელი დააბრუნეთ მწვრთნელად, ტყუილად რომ წამოჭიმულა პარლამენტში.
გაგა
12 აგვისტო 2016 09:52
0
უბრალოდ იჩარება ეს კაცი ამ წონაში არადა მართლა ძალიან ძლიერია და მონდომებული და რაც მთავარია თავმდაბალი ნაღდი ქათველი!!!
bibi
12 აგვისტო 2016 09:32
0
მაინტერესებს, რეპეშაჟი საერთაშორისო ტერმინია, თუ ჩვენ დავამკვიდრეთ, ნუთუ არ შეიძლება მისი ქართული შესატყვისი გამოვიყენოთ.
???
12 აგვისტო 2016 09:30
0
გული არ გაიტეხო წინ კიდევ რამოდენიმე ოლიმპიადა გელოდება!
???
12 აგვისტო 2016 09:25
0
ვეთანხმები dudu-ს. მთავარი მწვრთნელის კვალიფიკაცია ჩვენი მოჭიდავეებისათვის არ საკმარისია.
მამუკა
12 აგვისტო 2016 09:06
0
ნამდვილად ყველაფერი გააკეთა ფედერაციამ ? შედეგზე ეგ არ აისახა. მწვრტნელიც ფედერაციის პასუხისმგებლობაა
dudu-s
12 აგვისტო 2016 06:30
0
მეც მგონია,რომ არ არის ეს მაგის წონა. მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ რაღაცა აკლია. მომავალი წინა აქვს და იმედია თავის წონაში დაბრუნდება
გგგ
12 აგვისტო 2016 01:13
0
ბექა უმაგრესია და ის ჩემპიონი აუცილებლად გახდება..ძალიან ცუდად გამოვედით რიოში ოქროს გარეშე დავრჩით და ამაზე დაფიქრებაა საჭირო და ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს, ფედერაციამ ყველაფერიი გააკეთა მოსამზადებლად, ეგაა ჩემის აზრით მთავარი მწვრთნელი ვერაა სათანადი კვალიფიკაციის, ჩვენი ძოუდოისტები ძალიან მაღალი დონისები არაიან და შესაბამისად მწვრთნელიც მათი დონის უნდა იყოს.
dudu
12 აგვისტო 2016 00:57
0
მომავალი ჩემპიონია ეს კაცი.მთავარია არ შეწყვიტოს და უფრო მაგრა ივარჯიშოს...
გია
12 აგვისტო 2016 00:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული