რიო 2016: ადამ ოქრუაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
12 აგვისტოს ქართველი ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი (+100) რიოს ოლიმპიადაზე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

ოქრუაშვილი პირველ შეხვედრაში იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეხვდა და ორი გაფრთხილებით ერთის წინააღმდეგ წააგო.

ამით ქართველმა ძიუდოისტებმა რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს. ჩვენმა ძიუდოისტებმა ჯამში ორი მედალი მოიპოვეს - ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი (73) გახდა, ხოლო ვალერი ლიპარტელიანმა (90) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 12 აგვისტოს
მკითხველის კომენტარები / 66 /
ოქრუაშვილმა და სხვებმა თუ ვერ იჭიდავეს, ანუ ვერ ივაჟკაცეს ივანიშვილი,შევარნადძე, ქოცები ან ნაცები რაშუაშია? ქოცების ან ნაცების დამსახურებაა ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონში ჩემპიონობა, რიოში კი მესამე რომ აიღო? თავად არის ძარღვიანი, მებრძოლი სულის მქონე! ლიპარტელიანს რა ცოტა დააკლდა ჩემპიონობას, ეს დასანანია. ამასთან,როგორი წარმატებაა ასეთი კონკურენციის პირობებში ვერცხლი მოიპოვო! წამატებებს ვუსურვებ მას! ბექა ღვინიაშვილმა შესანიშნავად იჭიდავა პირველი ორი, უფრო მძიმე( 10-15 კგ. მაინც) სპორტსმენებთან, დიდი გამოცდილებაც მიიღო.თუ თვითონ სწორად წარმართავს თავის სპორტულ კარიერას, დარწმუნებული ვარ დიდ წარმატებებსაც მიაღწევს!
აჭარელი
15 აგვისტო 2016 12:24
0
დაგვაბრუნა ბიძინამ ისევ შევარდნაძის დროში, ქუჩაში იამები, გაზრდილი კრიმინალი და სხვა სატანჯველები არ გვეყოფოდა, ახლა ოლიმპიადაზე ოქროს გარეშე გამოსვლებიც დაგვიბრუნდება!
რა თქმა უდნა ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოს! ერმა გამარჯვებულის ფსიქოლოგია დაკარგა ამ უნიათოების ხელში!
valeri
13 აგვისტო 2016 15:10
0
აი, პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა იჭიდავა.
ბიჭმა წააგო, მაგრამ მართლა იჭიდავა.
ესენი პახმელიიდან ვერგამკსულებს ჰგავდნენ.
საერთოდ ქართული ძიუდო დაეცა.
მისახედია .
13 აგვისტო 2016 14:51
0
Kახი-ს,

მეგობარო, ხან საბანაოდ მიწვევ ხან ტატამზე მაგზავნი, გაერკვიე საერთოდ რა გინდა! ისე შენს მწვანე შუქს ველოდი სწორედ იქ გასასვლელად)) დელფის ორაკული რომ არ იყავი ამას შენი დადასტურების გარეშეც მივხვდი! გეყოფა ფეხების ბაკუნი და გულიყრები, არაფერი დამიწერია ისეთი ასე რომ გადარეულიყავი. მართალი ბრძანდებით, დიდი ხანია საფრანგეთში ვცხოვრობ და იქნებ არ ვიცი შენ მანდ რამსიშორეზე "ბანაობ" ძიუდოში, მაგრამ ვიცნობ პირადად რამდენიმე ქართველ მოჭიდავეს და ვხედავ როგორი კეთილშობილი ადამიანები და კიდევ ერთხელ დიდი სპორცმენები არიან!!!
საუკეთესო სურვილებით!
Sophie
13 აგვისტო 2016 14:12
0
ქართველები მაქსიმალისტები ვართ,ალბათ ესეც არის ერთერთი მიზეზი იმისა,რომ წაგების შემდეგ მობილიზაციას ვკარგავთ და მომდევნო შერკინებასაც ვაგებთ.დამარცხების შემდეგ მხოლოდ ლაშამ შესძლო მომდევნო ბრძოლის მოგება,მაგრამ ლაშას უკვე ჰქონდა მოგებული ოლიმპიადა და იცოდა რომ მას ნებისმიერი სინჯის მედალი წარმატებაში ჩაეთვლებოდა.ამიტომაც იყო, რომ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩვეული შემართებით იჭიდავა და გამარჯვებითაც გაიხარა,სხვები კი დამარცხების შემდეგ მკვდრები გამოდიოდნენ ტატამზე,ჭიდაობა აღარ უნდოდათ,განწყობა აღარ ჰქონდათ და მარცხდებოდნენ კიდეც.ლიპომ ხომ ვერცხლი აიღო და ისიც ხომ ნახეთ ნახეთ რა დღეში ჩავარდა,ესა ვართ ქართველები,მაქსიმალისტები და ჩვენს ბუნებაზე გადახტომა ძალიან გვიჭირს.ეს ბუნება კომენტარებშიც აშკარად სჩანს და ძალიან გთხოვთ,მოეშვით ბიჭების განქიქებას,ცოდოები არიან, მათ ხომ სწორედ იმიტომ წააგეს,რომ გამარჯვება ნამეტანი უნდოდათ.მხოლოდ გამარჯვება.
სოსო მოსიაშვილი
13 აგვისტო 2016 13:08
0
ამისთვის წავიდა ამხელა კაცი რიოში... სირცხვილია..
თევდორე
13 აგვისტო 2016 12:46
0
მატიაშვილია დამნაშავე რომ პირადში აჯობა ოქრუაშვილმა და სხვა ამ წონაში არავინ გვყავს. იძახეთ ახლა რაც გინდათ, რინერი კი ქართველი არაა. ვისი იმედიც იყო ომათ ვერ აჩვენეს შესაძლებლობის 5 პროცენტიც და ძიუდოში ვინც ერკვევა ყველამ კარგად იცოდა რომ ადამა მხოლოდ კარგი ბადის შემთხვევაში შეძლებდა რაღაცის გაკეთებას და სწორედ ბადეში არ გაუმართლა.
........
13 აგვისტო 2016 12:26
0
თქვე საცოდავებო თქვენ უშეცდომოთ სამ სიტყვიანი კომენტარის დაწერას ვერ ახერხებთ თქვენ ვინ უნდა აქილიკოთ
megre
13 აგვისტო 2016 11:58
0
რეიზა და იმიზა.:):):)
isaks
13 აგვისტო 2016 11:14
0
გირსეულად უნდა ცააგო ტუ აგებ მაგრამ ხდება ყველაფერი ჰვენები მაინც მგლები არიან ვენაცვალე ყველას რუსებს.... და ეს საკმარისიააა
ბაჯო
13 აგვისტო 2016 11:11
0

სიახლეები პოპულარული