რიო 2016: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
20 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში 1/4- ფინალში დამარცხდა და სანუგეშო ტურნირში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი.

გენომ ირანელ ნემათ ჩასემისთან წააგო, რომელმაც გამარჯვება ბოლო 2 ქულიანი გდების უპირატესობით მოიპოვა (4:4). ეს უკანასკნელი კი ფინალში გავიდა.

ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელ ალენ ზასეევს დაძაბულ ბრძოლაში 11:6 მოუგო, მანამდე კი სასტარტო შეხვედრაში ბულგარელ დიმიტარ კუმჩევს ანგარიშით 10:0 სძლია.

დღესვე სასტარტო შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი (86).

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

 

 

მკითხველის კომენტარები / 19 /
levan გენო ტრაბახა არაა და ძალიან ძლიერი სპორტსმენია, ყველაფერი წინაა აქ
ხვიჩა
13:25 22-08-2016
0
საიდან ასეთი ამბიციები ჰა ? საქარტველოში თუ ატირდება ადამიანი ვერცხლით დაჯილდოვების დროს :))) , ვერცხლი მედალი რომ აიღოს ამ ახალგაზრდა ბიჭმა , ვერა ??????? არ გაგიზარდებათ, რა ოქროს პირდებით , რატომ "გრუზავთ" ? გენო მაგარი ხარ, არ დააკლო ძმაო, პირიქით მოუმატე ვარჯიშს და გაახარე ბევრჯერ შენი ერი !!!!!!!!!!!
lasha19
23:08 20-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული