რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში დამარცხდა.

ნახევარფინალში ოდიკაძე ამერიკელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ფრედერიკ კაილ სნაიდერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:9 დამარცხდა. ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მანამდე მეოთხედფინალში ოდიკაძე ყახაზეთის წარმომადგენელ მამედ იბრაგიმოვს შეხვდა და ანგარიშით 6:1 მოუგო.

- რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალშია! [VIDEO]

მერვედფინალში კი სომხეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კეტოევს შეხვდა და ანგარიშით 8:1 დაამარცხა.

- რიო 2016: ელიზბარ ოდიკაძე მეოთხედფინალშია! [VIDEO]

სამწუხაროდ რეპეშაჟში ვერ გადავიდა ზურაბ იაკობიშვილი (65) და მედლის გარეშე დარჩა.

ოლიმპიადიდან
პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ხალხი, რა გჭირთ? რაც შეეძლო, იჭიდავა. მსოფლიოში მეხუთეც რომ აღმოჩნდეს, სამარცხვინოა? თუ მოგება არ უნდოდა? ერთადერთი, რაც არ მომეწონა, ის უკნიდან წახტომა იყო. თუმცა უარესებსაც კისრულობენ... ქართულ ილეთებზე აზრის გამომთქმელს ვეთანხმები. წარმატებები ელიზბარს!
ჰმ
21 აგვისტო 2016 19:56
0
Samarcxvinoa aseti gamosvla olimpiadaze.
uta
21 აგვისტო 2016 19:23
0
გასაკვირია პირდაპირ, როგორ მოახერხა ოდიკაძემ ისე გარდაქმნილიყო, იმოდენა ჰანდიკაპი გაეფანტა ჰაერში, შესვენების შემდეგ, ისე კარგად ჩატარებული პირველი პერიოდის შემდეგ, სრულიად უსახური მეორე ნახევარი, სირცხვილია რა, ასე პასუხისმგებლო ჩიდაობა!
giorgi
21 აგვისტო 2016 18:47
0
მერამდენე შემთხვევაა, ჩვენი მოჭიდავე (კლასიკურსაც ვგულისხმობ) ცუდი ფიზიკური მომზადების გამო, რომ აგებს ბრძოლას.ცხადია, რომ მომზადების პროცესში ამ კომპონენტს დიდიი ყურადღება არ მიაქციეს და შედეგიც სახეზეა. სამწუხაროა, მინიმუმ ვერცხლი დავკარგეთ.
gogig
21 აგვისტო 2016 18:44
0
ფიზიკა ნოლი!!!!!!!!!! ჩემთვის პირადად სამარცხვინო იყო ასეთი წაგება, არაა ამ ეტაპზე ელიზბარი მედლის ღირსი ფაქტია!
თემო
21 აგვისტო 2016 18:43
0
რა დასანანად წააგო... ამერიკელმა სუნთქვაში აშკარად აჯობა.
dato
21 აგვისტო 2016 18:38
0
ამასვამბობდი,ქართულის ილეთები იხმარეთ მეთქი და ნახეთ როგორ წამოიკიდა?თურმე სცოდნიათ მაგრამ რად გინდა,ორნახევარ წუთში არაქათი გამოეცალა.ძალიან მინდა ვცდებოდე,მაგრამ ამ განწყობით მეეჭვება ელიზბარმა ბრინჯაოსთვის რეალური ბრძოლა შესძლოს.ღმერთო, მე შემაცდინე და ელიზბარს ძალა მიეცი!
სოსო
21 აგვისტო 2016 18:30
0
მერამდენე შემთხვევაა, ჩვენი მოჭიდავე (კლასიკურსაც ვგულისხმობ) ცუდი ფიზიკური მომზადების გამო, რომ აგებს ბრძოლას.ცხადია, რომ მომზადების პროცესში ამ კომპონენტს დიდიი ყურადღება არ მიაქციეს და შედეგიც სახეზეა. სამწუხაროა, მინიმუმ ვერცხლი დავკარგეთ.
gogig
21 აგვისტო 2016 18:19
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული