რიო 2016: ბოლო სტარტები

AutoSharing Option
რიოს ოლიმპიადის ბოლო დღეს მედლების 12 კომპლექტი გათამაშდა.

ბრაზილიამ არ დაუშვა ფრენბურთში ზედიზედ მეორე ოლიმპიადის ფინალში წაგება, კარგად გამოიყენა საკუთარი მოედნის უპირატესობა და იტალიას 3:0 მოუგო. ჩემპიონებს ტრიბუნებიდან გულშემატკივრობდა ნეიმარი, რომელმაც წინა დღეს ბრაზილიას საფეხბურთო ტურნირი მოაგებინა.

ოთხი წლის წინ, ლონდონის ფინალში ბრაზილიამ რუსეთთან წააგო, არადა, ორი მატჩბოლი ჰქონდა.

* * *
ხელბურთის ტურნირის ფინალში დანიამ მიკელ ჰანსენის რვა გოლის წყალობით დაამარცხა ბოლო ორი ოლიმპიადის გამარჯვებული საფრანგეთი. სკანდინავიელებმა პირველი ტაიმი 16:14 მოიგეს და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.

დანიის მამაკაცთა ნაკრები
პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მანამდე მისი საუკეთესო შედეგი 1984 წელს მოპოვებული მეოთხე ადგილი იყო.

* * *
უზბეკების ტრიუმფით დასრულდა კრივის ტურნირი. ამ ქვეყანამ რიოში ოთხი ოქრო მოიპოვა და აქედან სამი კრივზე მოდის. ბოლო დღეს ჩემპიონები გახდნენ შახობიდინ ზოიროვი და ფაზლიბინ გაიბნაზაროვი.

ზოიროვმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, რუს მიხაილ ალოიანს, ხოლო გაიბნაზაროვს სამიდან ორმა მსაჯმა მისცა უპირატესობა აზერბაიჯანელ ლორენსო სოტომაიორთან შეხვედრაში.

უზბეკეთმა კრივის ტურნირი სამი ოქროთი, ორი ვერცხლითა და ამდენივე ბრინჯაოთი დაასრულა. ასევე სამი ოქრო მოიპოვა კუბის ნაკრებმა.

* **
როგორც მოსალოდნელი იყო, ოქროს მედალი კაცებს შორის მაუნტიბაიკში შვეიცარიელმა ნინო შურტერმა მოიპოვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხ გამარჯვებას ოლიმპიური ჩემპიონობა დაუმატა. შურტერმა ბოლო ხუთ კილომეტრზე დაამარცხა ლონდონის ჩემპიონი, ჩეხი იაროსლავ კულჰავი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი საფრანგეთიდან ჟულიან აბსალონი მხოლოდ მერვე ადგილს დასჯერდა.

* * *
მძლეოსნობაში ბოლო ჩემპიონი გახდა კენიელი მარათონელი ელიუდ კიპჩოგე. აპრილში ლონდონის მარათონის მომგებმა 42-კილომეტრიანი დისტანცია 2 საათში, 8 წუთსა და 44 წამში გაირბინა და 70 წამი მოუგო მეორადგილოსან ფეისა ლილესას.

მძლეოსნობა
მარათონი. კაცები
1. ელიუდ კიპჩოგე (კენ) 2:08.44
2. ფეისა ლილესა (ეთი) 2:09.54
3. გალენ რუპი (აშშ) 2:10:05

მხატვრული ტანვარჯიში
გუნდური
1. რუსეთი 36.233
2. ესპანეთი 35.766
3. ბულგარეთი 35.766

მაუნტიბაიკი
კაცები
1. ნინო შურტერი (შვეიც) 1:33.28
2. იაროსლავ კულჰავი (ჩეხ) 1:34.18
3. კარლოს კოლომა (ესპ) 1:34.51

კრივი
52 კგ. კაცები
1. შახობიდინ ზოიროვი (უზბ)
2. მიშა ალოიანი (რუს)
3. იეოლ სეგუნდო ფინოლი (ვენ)
3. იანგუან ჰუ (ჩინ)

64 კგ. კაცები
1. ფაზლიდიან გაიბნაზაროვი (უზბ)
2. ლორენსო სოტომაიორი (აზე)
3. ვიტალი დუნაიცევი (რუს )
3. არტიომ არუთუნიანი (გერ)

+91 კგ. კაცები
1. ტონი ვიქტორ იუკა (საფ)
2. ჯო ჯოისი (ბრიტ)
3. ფილიპ ჰრგოვიჩი (ხორ)
3. ივან დიჩკო (ყაზ)

75 კგ. ქალები
1. კალერსა შილდსი (აშშ)
2. ნუჩკა ფონტინი (ჰოლ)
3. დარიგა შაკიმოვა (ყაზ)
3. კიან ლი (ჩინ)

კალათბურთი
კაცები. მე-3 ადგილი
ავსტრალია-ესპანეთი 88:89
17:23, 21:17, 26:27, 24:22
ა: მილსი (30), ანდერსენი (15), ბროკჰოფი (13), მოტუმი (12).
ე: გასოლი (31+11 მოხსნა), მიროტიჩი (14+7 მოხსნა), როდრიგესი (11), ფერნანდესი (10).

ფინალი
სერბეთი-აშშ 66:96
15:19, 14:33, 14:27, 23:17
ს: ნედოვიჩი (14), მაჩვანი (11).
ა: დურანტი (30), კაზინსი (13+15 მოხსნა), ტომპსონი (12).

ფრენბურთი
კაცები
მე-3 ადგილისთვის. აშშ-რუსეთი 3:2 (23:25, 21:25, 25:19, 25:19, 15:13)
ფინალი. იტალია-რუსეთი 0:3 (22:25, 26:28, 24:26)

ხელბურთი
კაცები
მე-3 ადგილისთვის. პოლონეთი-გერმანია 25:31
ფინალი. დანია-საფრანგეთი 28:26

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსეთმა ფინალშიც ითამაშა და მესამე ადგილზეც

ვაი ვაი
არაბული777
11:54 23-08-2016
0

სიახლეები პოპულარული