ვინ არის ქალი, ვისთან ერთადაც რონალდო ფიფას დაჯილდოებაზე გამოჩნდა? [PHOTO]

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს ახალი მეგობარი გოგონას შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში გახდა ცნობილი, მაგრამ საზოგადოების წინაშე წყვილი მხოლოდ იანვარში, ფიფას ცერემონიალზე გამოჩნდა.

თუმცა აქამდე წყვილი პაპარაცებმა არაერთხელ დააფიქსირეს.

ჯორჯინა როდრიგესი პირველად მადრიდში Gucci-ს სალონში შეამჩნიეს, შემდეგ კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" კრიშტიანო რონალდოს გარემოცვაში, რომელიც "დეპორტივოსთან" მატჩს ტოვებდა.

ეს იყო მეორე მატჩი ჯორჯინასთვის ოთხი დღის განმავლობაში, მანამდე ლამაზმანი "რეალისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვედრასაც დაესწრო.

მანამდე კი როდრიგესი და რონალდო პარიზის "დისნეილენდში" შეამჩნიეს. მაშინ რონალდო პარიკით შეინიღბა.

ჭორების მიხედვით,
ჯორჯინამ და კრიშტიანომ ერთმანეთი Dolce & Gabbana-ს ღონისძიებაზე გაიცნეს. როდრიგესი ესპანელი მოდელია, რომელიც ბოლო დროს Gucci-ს ბრენდის რეკლამირებით იყო დაკავებული.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

- კრიშტიანო რონალდო ესპანელ მოდელს შენიღბული შეხვდა [PHOTO]
- The Best და საუკეთესო: კრიშტიანო რონალდოს მორიგი ტრიუმფი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული