დოპინგი: ასთმიანებს შეუძლიათ დამშვიდნენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო არ აპირებს სპორტსმენებისთვის ასთმის საწინააღმდეგო მედიკამენტის აკრძალვას. ამის შესახებ განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა კრეიგ რიდიმ.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსებისთვის თერაპიული გამონაკლისის თემა ახალი ამბავი იყო. რუსეთში, სადაც მკაცრი ზამთარია, ადამიანებს სჭირდებათ წამალი გაციების საწინააღმდეგოდ. და სამედიცინო მიზნით აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში საშიში არაფერია. არ მინდა ვინმეს სამკურნალო პრეპარატების მიღება ავუკრძალო", - თქვა რიდიმ.

სააგენტოს შეფმა ასევე აღიარა, რომ თერაპიული გამონაკლისის სისტემა რეფორმირებას საჭიროებს. "მეჩვენება, რომ მოქმედი სისტემა ძალიან გახსნილია თაღლითი სპორტსმენებისთვის, ამიტომაც სისტემა უფრო მკაცრი უნდა გახდეს და
მასში უფრო მეტი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები უნდა იყვნენ ჩართულნი", - ამბობს ის.

2016 წლის ზაფხულში, ნორვეგიელი მოთხილამურე მარტინ სუნდბიუ ასთმის საწინააღმდეგო საშუალების - სალბუტამოლის გადაჭარბებული დოზის მიღებაში გამოიჭირეს. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ სპორტსმენი ორი თვით დასაჯა.

სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნორვეგიის ნაკრების ბევრი ლიდერი იყენებს ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებს, რომლებიც სალბუტამოლს შეიცავენ.

სუნდბიუს შემთხვევის შემდეგ, ზოგიერთმა ქვეყანამ სააგენტოს თხოვნით მიმართა - გაარკვიოს ნორვეგიელი სპორტსმენების საკითხი და გაამკაცროს ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების წესი. სააგენტომ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი - 2017 წლის პირველი იანვრიდან, სპორტსმენებს შეუძლიათ მიიღონ სალბუტამოლი, ოღონდ სამი დოზა სტარტმდე ხუთი საათით ადრე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული